აგარაკი

  • დამკვეთი: ავთანდილ ყურშუბაძე
  • ფუნქცია: საცხოვრებელი სახლი
  • სამშენებლო ფართი: 300 კვადრატი
  • სტატუსი: ესკიზური პროექტი-იდეა
  • მდებარეობა: ციხისძირი (აჭარა)
  • საპროექტო წელი: 2019

საპროექტო ჯგუფი

  • მთავარი არქიტექტორი: ბექა თევდორაძე
  • არქიტექტორები: მერაბ ფაღავა
  • კონსტრუქტორი: ამირან ნიჟარაძე

      საგაარაკო ტიპის საცხოვრებელი სახლი ერთი ოჯახისათვის მდებარეობს ქობულეთში, სოფელ ციხისძირში. ტერიტორია გამოირჩევა თავისი ავთენტური მწვანე გარემოთი და ულამაზესი ზღვის ხედებით. არქიტექტურული ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ არქიტეტურული მოცულობა ყოფილიყო მაქსიმალურად ჰაეროვანი, რომელიც იქნებოდა დატვირთული მწვანე ელემენტებით და საბოლო ჯამში კი უმტკივნეულოდ ჩაეწერებოდა გარემოში. შენობა ეზოს დონესთან შედარებით 0.90მ -ით დაბლაა და პრაქტიკულად იგი წყალში დგას. ეს უკანასკნელი კი საცურაო აუზია ,რომელიც იდეურად თავად საცხოვრებელი სახლის ნაწილიცაა. კონცეფციის მიხედვით, უნდა მოშლილიყო საზღვარი ინტერიერსა და ექსტერიერს შორის. ამ იდეის პირდაპირ განმახორციელებელი ინსტრუმენტი კი დიდი გამჭირვალე შუშებია. მწვანე გადახურვა და საძილე და სხვა დანიშნულების სივრცეების მოქნილი და კომპაქტური განლაგება კი მასში ბედნიერი ცხვოვრების უპირობა გარანტიაა.