სტუდიის შესახებ



არქიტექტურა სივრცის ლოგიკური დაგეგმარებაა. გამართული სტრუქტურული ქსელი უზრუნველყოფს ადამიანის და არა მარტო მისი, ზოგადად ცოცოხალი არსების კომფორტული საცხოვრისის შექმნას. ესთეტიურობა კი მისი მუდმივი თანხმლები ფაქტორია. ხელოვნურად შექმნილი -დაგეგმარებული სივრცე უნდა იყოს ერთდროულად როგორც სრულყოფილი, გამართული, ასევე მშვენიერი, დახვეწილი და გარემოსთან მაქსიმალურად ადპტირებულიც. არქიტექტურა სწორედ ამას ემსახურება შექმნას ის მაქსიმალური ბუნებრივობა და პირველქმნილი მშვენიერება, სადაც ყველა ცოცხალი არსება თავს იგძნობს მშვიდად და იცხოვრებს კომფორტულად.



ინტერიერის დიზაინი მნიშვნელოვანი  საჭიროებაა. ის ფილოსოფიაა, ცხოვრების სტილია. ადამიანი თავისი არსებობის უმეტეს ნაწილს შენობის შიგნით ატარებს, ხოლო იქ შექმნილი განწყობა კი მოქმედებს მასზე ქვეცნობიერად კედლების ფერი, ავეჯის მატერიალი თუ აქსესუართა მთელი ორკესტრი ადამიანისათვის განუსაზღვრელი ინსპირიაციის წყაროა, რომელშიც მუდმივად ჰპოვებს ახალ იდეებს.


ლანდშაპტის დიზაინი თავის თავში მოიცავს შენობის გარემოს შექმნას, მის გამწვანებას, სკევრის, ბაღის დაპროექტებას. ეს ფართო ცნებაა, რომელიც პასუხისმგებელია სივრცის გაკეთილშობილებაზე, სადაც მთავარ მიზანს, ლადშაპტის ბუნებრიობის შენარჩუნება თუ მისი ხელოვნური ანალოგის შექმნა წარმოადგენს, რომელიც იქნება ჯანსაღი და მართლზომიერი... სადაც  ადამიანს ექმნება დასვენებისა და რელაქსაციის საშუალება.