სამუშაო ოფისი

  • დამკვეთი: შპს CCLA
  • ფუნქცია: სამუშაო სივრცის ინტერიერის დიზაინი
  • სამშენებლო ფართი: 142 კვადრატი
  • სტატუსი: მშენებარე
  • მდებარეობა: თბილისი
  • საპროექტო წელი: 2019      

საპროექტო ჯგუფი

  • მთავარი არქიტექტორი: ბექა თევდორაძე
  • არქიტექტორი: მერაბ ფაღავა 

          სამუშაო სივრცის ინტერიერის დიზაინის პროექტი, რომელიც მომზადებულია იურიდიული კომპანიისათვის, მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ მაღლივ შენობაში და იგი მოიცავს მისაღებ სივრცეს, პარტნიორის ოთახებს, საკონფერენციო სივრცეს, სამზარეულოსა და სველ წერტილებს. კონცეფცია, რომელიც თავდაპირველად ავირჩიეთ მდგომარეობდა შემდეგში: მომზადებულიყო სივრცის ორგანიზება ისე, რომ ყოფილიყო განსხვავებული მიდგომა, ხედვა სამუშაო ოფისისადმი, სივრცე გამხადირყო სტიმულისა და ახალი აღმოჩენების მომტანი. პრობლემა, რომლის მოგვარებისათვისაც ირჩევ იურიდიულ კომპანიას შესაძლოა შენთვის დასაწყისშივე იყო გადაუჭრელი და წარმოუდგენლად რთული, ხოლო ოფისში შესვლისთანავე რესეფშენის ბარზე გხვდება მწვერავლის ფოტო და იქვე წარწერა "მიუღწეველი არაფერია". სამზარეულო, რომელიც რუტინული და დაძაბული დღის განმავლობაში ერთადერთ დასასვენებელ, სარეკრიაციო, ძალების აღდგენის ადგილს წარმოადგენს. მასში შესვლისთანავე კი ხვდები განსხვავებულ გარემოში, საიდანაც გიჩნდება მოგზაურობისა და ახალი აღმოჩენების სურვილი. ინსპირაციის მომცემი კი შეიძლება წარწერაც იყო, რომელიც იქვე გხვდება "დიდი მოგზაურობა ერთი ნაბიჟით იწყება".