აპარტჰოტელი

  • დამკვეთი: შპს სოლუმ დეველოპმენტი
  • ფუნქცია: სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი
  • სამშენებლო ფართი: 1600 კვადრატი
  • სტატუსი: ესკიზური პროექტი
  • მდებარეობა: ბათუმი
  • საპროექტო წელი: 2020

საპროექტო ჯგუფი

  • მთავარი არქიტექტორი: ბექა თევდორაძე
  • არქიტექტორები: დავით კომახიძე, გიორგი ლობადენკო.
  • 3დ გრაფიკა:მერაბ ფაღავა და ირაკლი ნიჟარაძე.
  • სტატუსი-იდეა


4 სართულიანია მანსარდით სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ძველ ისტორიულ და ქალაქ ბათუმისთვის გამორჩეულ ტერიტორიაზე :"ძველი ბათუმის არეალში".უაღრესად გამორჩელი და სტილისტურად დატვირთული ეკლექტური გარემო,ძველი ბათუმის ეზოები და ძველი ბათუმური სახლის ვიტრაჟული ღია კიბის უჯრედები  გახდა მთავარი ინსპირაციის წყარო პროექტისათვის.შენობის ფასადი მშვიდი და სადაა ,ძირითადი ალუმინის ჟალუზები,რომლებიც შენობის მთავარ ფასადზეა განლაგებული  ცდილობს იმ სიმეტრიის დაფიქსირებას ,რომელიც მიმდებარე შენობებს გააჩნიათ.მწვანე მცოცავი მცენარეები და აივნის მოაჯირის ფერი სიხალისის შემტანიაა შენობის მთავარ ფასადში.მთავარი სიუპრიზი აქ  კიბის უჯრედია , რომელიც მოულოდნელ ეფექტს შეუქმნის  დამთვალიერებელს ეზოში შესვლისასთანავე.