საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია

  • დამკვეთი: ნინო დიასამიძე
  • ფუნქცია: საცხოვრებელი სახლი-რეკონსტრუქციის პროექტი
  • სამშენებლო ფართი: 400 კვადრატი
  • სტატუსი: დასრულებული
  • მდებარეობა: ქობულეთი
  • საპროექტო წელი: 2018

საპროექტო ჯგუფი

  • მთავარი არქიტექტორი: ბექა თევდორაძე
  • არქიტექტორები: მერაბ ფაღავა და ვახტანგ ტაბატაძე
  • კონსტრუქტორი: ამირან ნიჟარაძე


საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის პროექტი ითვალისწინებს გასულ საუკუნეში აშენებული სახლის შიდა გეგმარებითი სტუქტურის შეცვლას და მთავარ ფასადზე აივნისა და კიბის უჯრედის მიშენებას. შენობის სხვა ფასადები დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად უცვლელი დარჩა, ამის გამო კი საბოლოოდ  საინტერესო სინთეზი გამოვიდა, სადაც ნათლად ჩანს ახალი, დღევანდელი, თანამედროვე და წარსულის არქიტქტურის შეპირსიპირება. შიშველი ბეტონი, სადა მარტივი ლითონის მოაჯირი და კიბის  უჯრედის ვერტიკალური ვიტრაჟი სახლს საბოლო ჯამში გამორჩეულ ინდივიდუალიზმს ჰმატებს.